მაია ფანჯიკიძე - „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადაა
მაია ფანჯიკიძე - „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადაა
19:22 01.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადაა. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს, არჩევნების თარიღის 1-ელ ოქტომბერს დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების 1-ელი ოქტომბრისთვის დანიშვნა „ქართული ოცნებისთვის“ სასიხარულო ცნობაა, რადგან ის სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხებას და კოალიციის გამარჯვებას უკავშირდება.
„მზად ვართ იმისთვის, რომ არჩევნები იყოს 1 ოქტომბერს, ძალიან გვიხარია. ეს 60 დღე რასაკვირველია, გაწერილია, ყველაფერი მიმდინარეობს ჩვენი გეგმის მიხედვით"-განაცხადა ფანჯიკიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, რომ არჩევნები დემოკრატიულ და სამართლებრივ გარემოში ჩატარდეს, ხოლო წინასაარჩევნო პროცესი გამჭვირვალე იყოს.

ბეჭდვა