დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადაეცათ
დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადაეცათ
18:21 01.02.2019
დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ბერუჩაშვილი დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე დიასპორის წარმომადგენლებს გადაეცათ საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოები.
საგარეო უწყების ცნობით ღონისძიებაზე საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ელჩმა ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობას და ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რაც უწყებას გააჩნია საზღვარგარეთ ქართული დიაპორის გასაძლიერებლად და სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველსაყოფად.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“განხორციელება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის ქართული ენის სწავლების ინტეგრირებული პროგრამა და სახელმძღვანელო, რომელიც საკვირაო სკოლებს სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემათ.

ბეჭდვა