ლორთქიფანიძე - სააკაშვილი საკუთარ თანაგუნდელებს პროვოკაციისკენ უბიძგებდა
ლორთქიფანიძე - სააკაშვილი საკუთარ თანაგუნდელებს პროვოკაციისკენ უბიძგებდა
14:29 29.02.2012
საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე პრეზიდენტის გამონათქვამებს შეურაცხჰმყოფელს უწოდეს და აცხადებს, რომ  მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ თანაგუნდელებს პროვოკაციის მოსაწყობად მწვანე შუქი აუნთო.

"მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას მიმართ შემდეგი გამონათქვამები გამოიყენა - ცემა–ტყეპა, ტალახის აბაზანები, ტალახში აზელილი მასაჯების თანხლებით. უმრავლესობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც გარკვეული პროვოკაციებისთვის ემზადებოდნენ, როდესაც ჩვენი ფრაქციის წევრები გამოდიოდნენ," – განუცხადა "ნიუსპრესს" დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბაღათურიას გამოსვლის დროს თავიდან "აიჭრა", შემდეგ სხდომათა დარბაზიდან გავიდა და რამდენიმე წუთში მყისიერად შეცვლილი სახით დაბრუნდა.

"ეტყობა დიპლომატიური კორპუსის წინაშე გააცნობიერა მოსალოდნელი შედეგები და ხელი აიღო იმ პროვოკაციული ჩანაფიქრისგან, რომლის განხორციელებასაც გეგმავდნენ", – განაცხადა დიმიტრი ლირთქიფანიძემ.

პრეზიდენტმა ბაღათურიას პოლიტიკური დებატებზე ტალახის აბაზანები შესთავაზა. "იმ ბალნეოლოგიურ კურორტში, რომლის დირექტორიც მამაჩემია, საკმაოდ ხარისხიანი ტალახი აქვთ. თქვენთვის შესაბამის აბაზანებს შევუკვეთავთ", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ჯონდი ბაღათურიას.


ბეჭდვა