საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში, იოსებ ნანობაშვილმა ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრის
„კავკასია“ და საქართველოს „კავკასიის უნივერსიტეტის“ ერთობლივ ტრეინინგ-სემინარში-„წამოიწყე საკუთარი სამეწარმე ოსაქმიანობა საქართველოში“ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში, ქართველ ემიგრანტებს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად არსებული ინიციატივების, საქართველოს მოქალაქეებისათვის მოქმედი საგადასახადო შეღავათებისა და ფინანსურ რესურსებზე წვდომის შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. ასევე გაეცნენ პროგრამებს: „დანერგე მომავალი“, „აწარმოე საქართველოში“, „სტარტაფების დაფინანსება“. ემიგრანტებმა საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის საორგანიზაციო საკითხებზე უფასო ტრეინინგების, კონსულტაციის და სხვა არაერთი შესაძლებლობის თაობაზეც მიიღეს ინფორმაცია.
საქართველოს ელჩმა მაღალი შეფასება მისცა აღნიშნულ ერთობლივ ინიციატივას. მან გამოთქვა დაინტერესება, საელჩოს ჩართულობით, გაიმართოს მსგავსი შინაარსის უფრო მასშტაბური ღონისძიებები, როგორც ქ. ათენში, ასევე ქ. თესალონიკში, რათა ზემოხსენებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეტ ქართველ ემიგრანტს მიეწოდოს.
