ლევან იზორია: NDI-ის კვლევის შედეგები მთავრობის პოლიტიკას ზუსტად პასუხობს
ლევან იზორია: NDI-ის კვლევის შედეგები მთავრობის პოლიტიკას ზუსტად პასუხობს
15:09 28.01.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია NDI-ის კვლევების შედეგებს ეხმიანება , რომლის მიხედვითაც ნატოსა და ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა საგრძობლად გაიზარდა.

მინისტრის განცხადებით, კვლევის შედეგები მთავრობის პოლიტიკას ზუსტად პასუხობს, რომელიც ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს.

მოსახლეობის კონსოლიდაციას, ამ საკითხებს გარშემო, მინისტრი სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული სტრატეგიული კომუნიკაციის დონეზე, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა მზარდი იქნება.

ბეჭდვა