საქართველოს ელჩი ბრაზილიის გამჭვირვალობისა და კონტროლის მინისტრს შეხვდა
საქართველოს ელჩი ბრაზილიის გამჭვირვალობისა და კონტროლის მინისტრს შეხვდა
12:44 28.01.2019
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დავით სოლომონია ბრაზილიის გამჭვირვალობისა და კონტროლის მინისტრს, ვაგნერ დე კამპოს როზარიოს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაცით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბრაზილიას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა და კორუფციასთან ბრძოლა. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას ღია მმართველობის პარტნიორობის ფორმატში.

შეხვედრაზე გამჭვირვალობისა და კონტროლის მინისტრმა საქართველოსთან მჭირდო პარტნიორობის მზაობა გამოთქვა და ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

ბეჭდვა