საქართველოს ელჩმა სლოვენიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს ელჩმა სლოვენიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
22:08 25.01.2019
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვენიის რესპუბლიკაში, ირაკლი კოპლატაძემ, სლოვენიის პრეზიდენტს ბორუტ პაჰორს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიალის შემდგომ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა ურთიერთობების გარღმავების პერსპექტივებზე.

შეხვედრაზე სლოვენიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა. მან აღნიშნა საქართველს მნიშვნელოვანი წარმატება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.

პრეზიდენტის განცხადებით, სლოვენია კვლავაც მხარს დაუჭერს საქართველოს აღნიშნულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაში.

ბეჭდვა