სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებას
სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებას
17:37 25.01.2019
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება თბილისის მერის, კახა კალაძის, მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტი ულოცავს თბილისელებს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და მადლობას უცხადებს სამოქალაქო საზოგადოებას პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისათვის.

ბეჭდვა