უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, მმართველი ძალა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა
შერჩევის კრიტერიუმები სისტემის გამჭვირვალობის გარანტი იყოს.
„საზოგადოება ითხოვს, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე იყოს. ამიტომ, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ღია კონკურსის გზით მოხდეს კანდიდატების შესვლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რათა შემდეგ საბჭომ ისინი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად დაასახელოს. თანასწორობის პრინციპი უნდა იყოს დაცული, რათა ყველას მიეცეს საკუთარი თავის ნომინირებისა და კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა.
იმ კრიტერიუმების, მათ შორის, კეთილსინდისიერების კრიტერიუმის ხუთივე ასპექტის ჭრილში იქნება განხილული საპარლამენტო კომიტეტებში და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კენჭისყრის დროს პარლამენტის ყველა წევრი თავისუფალი იქნება და შეძლებს ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებას ინდივიდუალურ პერსონასთან მიმართებაში.“ - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
