საქართველოს ელჩი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ელჩი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
13:46 25.01.2019
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მარიამ რაქვიაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტომაშ პეტრჟიჩეკთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ასევე საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ორმხრივი ვიზიტების აქტიური დინამიკა და ხელი შეუწყონ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

ასევე, განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები და ამ მიმართულებით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩეხეთის მხარემ აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული წვლილი ავღანეთის ნატო-ს მისიაში და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

ბეჭდვა