ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელსა და ევროკავშირის ელჩს შეხვდა
ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელსა და ევროკავშირის ელჩს შეხვდა
13:08 25.01.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როსუილსონს და ევროკავშირს ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

საუბარი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას შეეხო. ყურადღება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე გამახვილდა.

ელჩებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი ინიციატივები და რეკომენდაციები გააცნეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცესის გამჭვირვალობისა და დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება.
ბეჭდვა