ზაქარია ქუცნაშვილი: "შეხვედრისას რომელიმე დეპუტატის გუნდიდან გაძევების შესახებ საკითხი არ დასმულა"
ზაქარია ქუცნაშვილი: "შეხვედრისას რომელიმე დეპუტატის გუნდიდან გაძევების შესახებ საკითხი არ დასმულა"
16:33 24.01.2019
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, რომელიც მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, შეხვედრისას რომელიმე დეპუტატის გუნდიდან გაძევების შესახებ საკითხი არ დასმულა.

მისი თქმით, დისკუსია წარიმართა სასამართლოს შესახებ,თუ რა წესებსა და კრიტერიუმებს უნდა დაეფძნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. მეორე მხრივ კი იმის შესახებ, თუ რა ზომებს უნდა მიმართონ, რომ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა ამაღლდეს.

დისკუსია ამ თემებზე დღეს არ დასრულებულა და როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, კონსულტაცია ხვალაც გაიმართება, რადგან დისკუსიაში მონაწილეობის მსურველი საკმაოდ ბევრი გამოჩნდა.

„შეკრებაზე თვითონ ვერ მოვახერხე აზრის დაფიქსირება, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამის შესაძლებლობა ხვალ მომეცემა“-აღნიშნა დეპუტატმა.

ქუცნაშვილმა ბიძინია ივანიშვილზეც ისაუბრა და მისი პოზიცია გაახმოვანა, რომლის თანახმადაც პარტიის თავმჯდომარე არ დაზოგავს პირად დროსა და ენერგას, რომ მოხდეს შეთანხმება საზოგადოებასა და გუნდთან.

„უნდა დავბადოთ თავისუფალი სასამართლო ხელისუფლება, ეს კი ძალიან სერიოზული პროცესია. ჩვენ უნდა მოვძებნოთ სწორი წესები და სწორი კრიტერიუმები, რომელიც დაგვეხმარება კანდიდატების შერჩევაში. სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს“- განაცხადა ზაქარია ქუნაშვილმა.

ბეჭდვა