საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნიკოლოზ რევაზიშვილი კატარის საკონსულტაციო
საბჭოს (მაჯლის ალ შურა) თავმჯდომარეს, აჰმად ბინ აბდულა ალ მაჰმუდს შეხვდა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა და კატარის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე განხილეს საქართველოს პარლამენტსა და კატარის საკონსულტაციო საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. კატარის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა 2019 წლის 6-10 აპრილს, ქ. დოჰაში დაგეგმილ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას უმასპინძლოს.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, დაიწყოს მუშაობა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მეგობრობის ჯგუფების შექმნის მიზნით.
