სოფო კილაძე: 4 თებერვალს საზოგადოებას „ბავშვის კოდექსს“ წარვუდგენთ
სოფო კილაძე: 4 თებერვალს საზოგადოებას „ბავშვის კოდექსს“ წარვუდგენთ
22:36 23.01.2019
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრაზე „ბავშვისკოდექსის“ და სოციალურ რეფორმასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე იმსჯელეს.

„მოხარულები ვართ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდს საქართველოში ჰყავს ისეთი კარგი დიპლომატი და წარმომადგენელი, როგორიც ბატონი ღასან ხალილია. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რამდენიმე მიმართულებით. 4 თებერვალს საზოგადოებას წარვუდგენთ „ბავშვის კოდექსს“, რომელზეც ერთად ვიმუშავეთ და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების უზრუნველყოფის ყველა სეგმენტისგათვალისწინებით. იმისათვის, რომ მომავალში გვქონდეს ძლიერი საზოგადოება, სწორედ ბავშვებზე ზრუნვით უნდა დავიწყოთ და საფუძველი ჩავუყაროთ მათ სათანადო დაცვას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „ბავშვისკოდექსი“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე ინფორმაციით, არის კიდევ ბევრი საკითხი, რომელთან მიმართებითაც კომიტეტი გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობს.

„დღეს, ასევე, ვისაუბრეთ იმ ღონისძიების თაობაზე, რომელსაც სოციალური მუშაობის რეფორმასთან დაკავშირებით ერთად ვაკეთებთ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში. ეს იქნება ქართული რეფორმების შესახებინფორმაცის გატანა საზღვარგარეთ, თუ რას ვაკეთებთ ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფისთვის“ , - აღნიშნა სოფო კილაძემ.

ბეჭდვა