საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბულგარეთის რესპუბლიკაში, თამარ ლილუაშვილმა
ბულგარეთის პრეზიდენტს, რუმენრადევს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა პრეზიდენტთან.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.
ბულგართის პრეზიდენტმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა. მან ასევე აღნიშნა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებები.
შეხვედრის დასასრულს, ბულგარეთის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
