საქართველოს ელჩმა იტალიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს ელჩმა იტალიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
12:17 22.01.2019
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა პრეზიდენტთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, იტალიასა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის სფეროები და სამომავლო პერსპექტივები.
იტალიის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.


ბეჭდვა