ექსპერტ რამაზ საყვარელიძის აზრით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გაჟღერებული ინიციატივებიდან, ერთადერთი რაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე შეიძლება აისახოს, რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებაა.
როგორც საყვარელიძემ "ნიუსპრესს" განუცხადა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები უდაოდ აიტაცებენ ამ იდეას, რადგან პრეზიდენტის ეს ფრაზა შემთხვევითი არ ყოფილა.
თუმცა, მისი განმარტებით, აღნიშნულ ინიციატივაში ბევრი რამ დასაზუსტებელია.
მისი თქმით, პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა მხოლოდ მორიგი პოლიტიკური აქტია და პარლამენტში გამოქთმული მოსაზრებები ქვეყნის ცხოვრებაზე რეალურად არ აისახება.
