პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობას მიიღებს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობას მიიღებს
11:49 21.01.2019
მიმდინარე წლის 21-25 იანვარს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესია გაიმართება. სესიას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით დაესწრება.

საპარლამენტო ასამბლეის სესიის პირველი დღე საარჩევნო პროცესებზე სადამკვირვებლო მისიების ანგარიშის განხილვას დაეთმობა.

პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს გაეცნობიან და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ დებატებში მონაწილეობას მიიღებენ.

სესიის ფარგლებში სხვადასხვა კომიტეტის და პოლიტიკური ჯგუფების შეხვედრები გაიმართება, რომელზეც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ადამიანის უფლებების დაცვის, მედია თავისუფლების საკითხებზე დებატები გაიმართება.

ზამთრის სესიას, დელეგაციის წევრები ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი დაესწრებიან.

ბეჭდვა