საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა,
შეხვედრას სამეფოს პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ფაიეზ ბინ აბდულლა ალ-შეჰრი ( Fayez bin Abdullah Al-Shehri) ხელმძღვანელობდა.
მხარეებმა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები განიხილეს. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას თბილისში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებისთვის და აღნიშნა, რომ საელჩოს გახსნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ხელს შეუწყობს.
