საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი ვასილ ჭყოიძე პრეზიდენტის ინიციატივას რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაქუმებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს.
მისი თქმით, ეს რუსი ინვესტორების და ტურისტების მოსაზიდად გადადგმული ნაბიჯი იქნება, რაც საქართველოს ეკონომიკას წაადგება.
"ეს არის კონკრეტული სახელმწიფოს გადაწყვეტილება და უფლება შემოიღოს ისეთი რეჟიმი, როგორც მას სურს. რუსეთის მოსახლების ნაწლისთვის, კერძოდ, ჩრდილო კავკასიელებისთვის, ასეთი რეჟიმი უკვე გვქონდა. ახლა, ამის მთლიანად რუსეთზე განზოგადება რუსეთის მოქალაქეებზე არის ორიენტირებული და არა ორ ხელისუფლებას შორის ურთიერთობებზე მიმართული ნაბიჯი" – განაცხადა ვასილ ჭყოიძემ.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ პარლამენტში რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გააუქმების ინიციატივით გამოვიდა. სააკაშვილის განცხადებით, რუსმა ბიზნესმენებმა უნდა იცოდეს, რომ მათ საქართველოში ჩამოსვლა, ბიზნესის კეთება და გადაადგილება თავისუფლად შეუძიათ.
