ეკა ბესელია: რა ფორმით გავაგრძელებ ბრძოლას, ამაზე ვისაუბრებ
ეკა ბესელია: რა ფორმით გავაგრძელებ ბრძოლას, ამაზე ვისაუბრებ
10:37 07.01.2019
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.

ამის შესახებ ბესელიამ სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას. როგორ, ამაზე ვისაუბრებ. ბევრი თანამოაზრე გვყავს,"-განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ თანამდებობა დაახლოებით ორი კვირის წინ დატოვა.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეული დეპუტატი, გედევანმ ფოფხაძე კი, ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" 3 იანვარს უკან გაიწვია.

ბეჭდვა