განათლების სამინისტრო: მიხეილ ბატიაშვილი მზად არის ყველა კითხვას გასცეს პასუხი
განათლების სამინისტრო: მიხეილ ბატიაშვილი მზად არის ყველა კითხვას გასცეს პასუხი
21:24 28.12.2018
დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტში მოსმენაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიწვეული არ ყოფილა და შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში იგი მზად არის ყველა კითხვას გასცეს პასუხი - ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღსანიშნავია, რომ დღეს დღეს 18:00 საათზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტში ჩანიშნული იყო სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიში - მოსმენა, რის შესახებაც პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული იყო ინფორმაცია.

"სამინისტრომ გამოთქვა მზაობა, ანგარიში ჩაებარებინა შესაბამისი კომიტეტისთვის, რისთვისაც შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გამოცხადდა მოსმენაზე ანგარიშის ჩასაბარებლად.
სამწუხაროდ, კვლავ გამოჩნდა, რომ დეპუტატების ნაწილს არ აინტერესებს საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათი მხრიდან კვლავ განმეორდა ზუგდიდის მეექვსე სკოლის საკითხის პოლიტიკური ზრახვებისთვის გამოყენება და ამ ტრაგედიით მანიპულირება"-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


ბეჭდვა