მერაბიშვილმა რუსთავში მცხოვრებ ოჯახს 1 000 ლარიანი ვაუჩერის მოხმარების წესი აუხსნა
მერაბიშვილმა რუსთავში მცხოვრებ ოჯახს 1 000 ლარიანი ვაუჩერის მოხმარების წესი აუხსნა
13:51 31.07.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რუსთავში მცხოვრებ შუბითიძეების ოჯახს 1000 ლარიანი ვაუჩერის მოხმარების წესი აუხსნა.

მერაბიშვილმა ოჯახის წევრებს განუმარტა, თუ როგორ უნდა გამოიყენონ პროგრამა - „მეტი სარგებელი ხალხს“ ფარგლებში გათვალისწინებული 1000 ლარიანი ვაუჩერი 4 წლის განმავლობაში, რომელსაც მოქალაქეები 2013 წლის 1 იანვრიდან მიიღებენ.

„ეს 1000 ლარიანი ვაუჩერი ოჯახის სტაბილიზების საშუალება იქნება. თქვენ შეგიძლიათ ეს თანხა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და სხვა კომუნალურ გადასახადებში დახარჯოთ“ - განმარტა პრემიერმა.

მისივე თქმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მოწვევის პარლამენტი 1000 ლარიანი ვაუჩერით გადახდის წესს დაამტკიცებს, რის შემდეგაც საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს ვაუჩერი გადაეცემა.

ბეჭდვა