სანაპიროზე ავტოტრანსპორტის საცობი გაზის გაჟონვამ გამოიწვია
სანაპიროზე ავტოტრანსპორტის საცობი გაზის გაჟონვამ გამოიწვია
12:26 29.02.2012
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტომანქანების საცობი დღეს დილით კორტებთან გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
როგორც "ნიუსპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ქუჩა საპატრულო პოლიციის მიერ იყო გადაკეტილი. ადგილზე უსართხოების მიზნით, მორიგეობდა საგანგებო სიტუაციების ერთი მანქანა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საშუალო წნევის მიწისქვეშა გაზსადენის გადალაგების სამუშაოების გამო ქუჩა გადაიკეტა, რამაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეფერხება გამოიწვია. ამჟამად გზა გახსნილია და გადაადგილება ეტაპობრივად აღდგება.



ბეჭდვა