ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიამ „კარდაკარის“ შედეგები გამოაქვეყნა
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიამ „კარდაკარის“ შედეგები გამოაქვეყნა
12:37 31.07.2012
ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია პროექტ „კარდაკარის“ შედეგების პრეზენტაციას  მართავს, რომლესაც პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
კომისიის ხელმძღვანელის მამუკა კაციტაძის თქმით, „კარდაკარის“ შედეგები ასეთია - ამომრჩეველთა ერთიან სიაში „კარდაკარის“ პროექტის ფარგლებში 3 483 142 ამომრჩევლის მონაცემი გადამოწმდა. ამათგან, ზუსტია 2 160 608 მონაცემი. დაზუსტებები შევიდა 39 426 პირად მონაცემში. სიაში გამოტოვებულია 72 ამომრჩეველი. გარდაცვლილია 25 949 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ იმყოფება 291 471 ამომრჩეველი.
რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 132 156 ამომრჩეველი, შიდა მიგრაციაშია 649 839, ხოლო 183 621-თან კონტაქტი ვერ დამყარდა.
კაციტაძის თქმით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია აქტიურ მუშაობას გააგრძელებს, რათა ყველა შემდგომი შესწორება ერთიან სიაში ასახოს.


ბეჭდვა