საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების მეფეს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების მეფეს რწმუნებათა სიგელები გადასცა
17:36 24.12.2018
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი შარვაშიძემ, ნიდერლანდების მეფეს ვილემ ალექსანდერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა მეფესთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

ნიდერლანდების მეფემ წარმატება უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.

ბეჭდვა