არჩევნების თარიღი უახლოეს დღეებში გამოცხადდება
არჩევნების თარიღი უახლოეს დღეებში გამოცხადდება
12:11 31.07.2012
საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა  ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა.

მისი თქმით, არჩევნების თარიღს პრეზიდენტი „ძალიან მალე“ გამოაცხადებს, რის შემდეგაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად დაიწყებს.

არსებული ინფორმაციით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევენების თარიღი მიმდინარე კვირაში გამოცხადდება.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში.

არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

საქართველოს პარლამენტის 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევა, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.


ბეჭდვა