ნუკრი ქანთარია გიორგი გახარიას: შინაგან საქმეთა სამინისტრორთული გამოწვევებუი თქვენ ღირსეულად გაიარეთ
ნუკრი ქანთარია გიორგი გახარიას: შინაგან საქმეთა სამინისტრორთული გამოწვევებუი თქვენ ღირსეულად გაიარეთ
15:29 21.12.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვის დასრულების შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა:

,,ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა, ბატონო გიორგი, რომ რაც თქვენ დაინიშნეთ, საკმაოდ ბევრი რთული გამოწვევა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს გაიარეთ ღირსეულად. ეს საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის აზრი გახლავთ, რაც არ იყო რა თქმა უნდა ადვილი და მეც მინდა შევუერთდე და თანადგომა გამოგიცხადოთ ამ თმენისთვის, მშვიდობისთვის, სიმტკიცისთვის ამავე დროს, იმიტომ, რომ მართლა ძნელი იყო იმ აგრესიასთან შეგუება ალბათ’’- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ბეჭდვა