სოფო კილაძემ ის ოჯახები მოინახულა, რომლებსაც მისი შუამდგომლობით ფართები დაუკანონდა
სოფო კილაძემ ის ოჯახები მოინახულა, რომლებსაც მისი შუამდგომლობით ფართები დაუკანონდა
14:02 21.12.2018
პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფო კილაძემ დადიანის 134ა-ში მცხოვრები ოჯახები მოინახულა. დეპუტატის შუამდგომლობით, 87 ოჯახს მათ სარგებლობაში არსებული არასაცხოვრებელი და საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა, რომელიც დღემდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე იყო.



„ამხანაგობა „დიოსკურიას“ 87-მა ოჯახმა მოგვმართა მათ სარგებლობაში არსებული ფართების დაკანონების თხოვნით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შევძელით ამ ფართების მათ კანონიერ მფლობელობაში გადაცემა. აუცილებელია, ჩვენი მოქალაქეები გრძნობდნენ სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებას და ზრუნვას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებში. სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.
ბეჭდვა