პარლამენტის აპარატი ბალტიისპირეთის პარლამენტების ადმინისტრაციებთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებს ქმნის
პარლამენტის აპარატი ბალტიისპირეთის პარლამენტების ადმინისტრაციებთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებს ქმნის
13:58 21.12.2018
პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიედრიუს პოიჯუნას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გივი მიქანაძემ ლიეტუველ დიპლომატს პარლამენტის აპარატში მიმდინარე რეფორმირების პროცესი გააცნო და იმ ახალ უფლებამოსილებებზე ისაუბრა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს კონსტიტუციის და რეგლამენტის ახალი რედაქციისძალაში შესვლის შემდეგ მიენიჭა. პარლამენტის გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები გიედრიუს პოიჯუნამ დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით პარლამენტიმის მიერ მიღებული კანონების იმპლემენტაციის პროცესის კონტროლს კიდევ უფრო ეფექტურად და ქმედითად განახორციელებს.



შეხვედრაზე გივი მიქანაძემ ევროპელ დიპლომატს ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტის ადმინისტრაციებთან თანამშრომლობის დაწყებასთან დაკავშირებით ინიციატივა გააცნო და დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობაზე ესაუბრა.



„ლიეტუვას ელჩს ინფორმაცია გავაცანი ინიციატივაზე, რომელიც „3+1“ ფორმატის შექმნას გულისხმობს, რაც ბალტიის სამი ქვეყნის პარლამენტის ადმინისტრაციასა და საქართველოს პარლამენტის აპარატსშორის აქტიური თანამშრომლობის დაწყებას ითვალისწინებს. ამ მიზნით, 2019 წლის იანვარში, ჩემსა და ესტონეთის, ლიეტუვას და ლატვიის პარლამენტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შორის გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, სადაც მიმდინარე რეფორმების თაობაზე, გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის მიმართულებებზე მსჯელობა და ინფორმაციების გაცვლა იგეგმება“, -განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.



აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, ლიეტუვას ელჩმა პარლამენტის აპარატის უფროსს სრული მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა და აღნიშნა, რომ პარლამენტების წევრებს შორის უკვე არსებულისაქმიანი და მეგობრული ურთიერთობების ფონზე, პარლამენტების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ფორმატს კიდევ უფრომრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის.



შეხვედრაზე მხარეები, პარლამენტის აპარატსა და საელჩოს შორის, აქტიური კომუნიკაციის მიმართულებებზე შეთანხმდნენ.


ბეჭდვა