ელჩების კონფერენცია 2018, რომლის ფარგლებშიც შედგა პანელი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებისა და აშშ-ის
ტრანსატლანტიკური ხედვის შესახებ.
პანელზე, რომელსაც საგარეო უწყების ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი უძღვებოდა, გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს ნატოს პოლიტიკაზე, ალიანსის სამხედრო-სამშვიდობო ოპერაციებზე და საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე აღნიშნულ ოპერაციებში, ასევე გაფართოების პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით საქართველოს პერსპექტივებზე.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აშშ-ის უსაფრთხოების პოლიტიკაზე და ნატოს როლზე ფართო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხში.
ხსენებულ პანელზე მომხსენებლებად წარდგნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი.
