ირაკლი კობახიძე ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
18:09 19.12.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ქვეყნისპრემიერმინისტრთან, იური რატასთან გამართა.



არსებული მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა და პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ესტონეთისპრემიერმინისტრმა იმსჯელეს.



როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში, ქართული მხარეკიდევ ერთხელ დარწმუნდა ესტონეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერაში.



„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამდენად ძლიერია ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოსმიმართ. ესტონელები არიან ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრები, ამისთვის მათ მადლობა მინდა გადავუხადო. ზოგადად, გვქონდა ძალიან პროდუქტიული ვიზიტი, ვისაუბრეთ ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე - როგორც პოლიტიკურზე, ასევე,ეკონომიკურზე, კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობაზე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



ესტონეთის პრემიერმინისტრმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა კიდევერთხელ დაადასტურა. მისივე შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით თანამშრომლობის უფროგაღრმავებისთვის დიდი პოტენციალი არსებობს.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს და ესტონეთს ასეთი ახლო ურთიერთობა აკავშირებს. ესტონეთი ასი პროცენტით უჭერსმხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ ძალიან მტკიცე პარტნიორები ვართ ევროკავშირისა დანატოს გაფართოებაზე საუბრისას. ვფიქრობ, რომ გვჭირდება და გვაქვს კიდევაც ძალიან დიდი პოტენციალი ეკონომიკისა დაბიზნესის მიმართულებით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. მოხარული ვარ რომ ჩვენს ქვეყნებიმჭიდროდ თანამშრომლობენ საპარლამენტო დონეზეც. რამდენიმე თვის წინ, შევხვდი საქართველოს პრემიერ მინისტრს ნიუიორკში და ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო და მეგობრული ურთიერთობები გაგრძელდება“,- აღნიშნაიური რატასმა.



ესტონეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და თანმხლებმა დელეგაციამ, ვიზიტიდაასრულა.



დელეგაციის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ესტონეთის პარლამენტთანმეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო წილოსანი შედიან.
ბეჭდვა