წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფო კილაძემ,
ნაძალადევის მოსახლეობას საქმიანობის რიგით მესამე ანგარიში წარუდგინა. დეპუტატმა, პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილა იმძირითად მიმართულებებსა და პროექტებზე, რომლებიც მიმდინარე წელს მაჟორიტარულ ოლქში დაიგეგმა და განხორციელდა. პრიორიტეტულად დასახელდა მოქალაქეებთან ურთიერთობა და მათ საჭიროებებზე დროულიდა ეფექტური რეაგირება, სოციალური პროექტები და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა. დეპუტატმა ისაუბრა პარტნიორ ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად განხორციელებულპროექტებზეც.
„ვფიქრობ, მიმდინარე წელს წამოწყებული რამდენიმე პროექტი საგრძნობ შვებას მოუტანს ნაძალადევის მოსახლეობას. გამოვარჩევდი დასაქმების პროგრამას, რომელიც მიმდინარე წელს ჩატარებული „სიღარიბის კვლევის“საფუძველზე განხორციელდება მომდევნო წლიდან. საპილოტედ, სწორედ „ნახალოვკასა“ და ლოტკინზე დაიწყება და მინიმუმ 200 ადამიანს დაასაქმებს. მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება არის ჩვენისაქმიანობის მთავარი გამოწვევა და ყველაზე დიდ ძალისხმევას სწორედ ამ მიმართულებაში ვდებთ. არაერთი მიმდინარე სოციალური პროექტი გვაქვს ამ დროისთვის და ვგეგმავთ მათ კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას.მომავალი წლიდან დაგვემატება „სოციალური მაცივარი და სოციალური კარადა, რომლებშიც სოციალურად დაუცველთა სარგებლობისთვის განთავსდება პირველადი პროდუქტი“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.
ღონისძიება საახალწლო-საქველმოქმედო კონცერტით გაგრძელდა, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ ადგილობრივი სკოლებისა და რამდენიმე კომპანიის მხარდაჭერით სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის მოაწყო.
