იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის მონიტორინგის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის მონიტორინგის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა
22:17 18.12.2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის მონიტორინგისუწყებათაშორისი საბჭოს მეხუთე სხდომა გაიმართება, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და UNICEF-ისხელმძღვანელი საქართველოში, ღასან ხალილი უძღვებოდნენ.



შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს რამდენიმე უწყების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ადრეული და სკოლამდელიაღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებების აღსრულების მდგომარეობისა დაშესრულებული ვალდებულებების შესახებ.



კერძოდ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრები გაეცნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასდაწესებულებების ავტორიზაციის წესისა და საჯარო დაწესებულების კონტროლის განხორციელების სტანდარტებთანდაკავშირებით.



განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადებასთან, საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემასთან და მუნიციპალიტეტების მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესისა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა დაინდიკატორების ჩამონათვალის შესახებ.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან წარმოდგენილი იყო ინფორმაცია შენობა-ნაგებობის,ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით.



შეხვედრაზე გაიმართა სკოლამდელი განათლების სტანდარტების დანერგვის ხარჯთაღრიცხვის კვლევის ანგარიში, რომელიცმომზადებულია ISET-ის მიერ UNICEF-ის დაკვეთით, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.



საქართველოს კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, საქართველოს პარლამენტმა 2016 წელსმიიღო, რის საფუძველზეც საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმა დაიწყო. მისი მიზანიასაქართველოში ყველა ბავშვისთვის სკოლამდელი მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდა, თანასწორი შესაძლებლობებისუზრუნველყოფა და ხარისხის გაუმჯობესება.



ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის უწყებათაშორისი საბჭო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან2017 წელს შეიქმნა. საბჭოს საქმიანობის მიზანია ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოსკანონის იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობა და ზედამხედველობა.
ბეჭდვა