თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ექსპერტ ჯონათან მერფის შეხვდა
თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ექსპერტ ჯონათან მერფის შეხვდა
18:43 18.12.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირისა გაეროს განვითარების პროგრამის მოწვევით მყოფ საერთაშორისო ექსპერტთნ - ჯონათან მერფისთან.



პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო 2016 წელს, შემუშავებული და ბიუროს მიერ დამტკიცებული პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმის გეგმის (Institutional Reform Plan – IRP) შესრულების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება შემდგომი 2 წლისთვის. მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს IRP გეგმა და პარლამენტის საქმიანობის მრავალი მიმართულებას შეეხნენ.


თამარ ჩუგოშვილმა ბატონ მერფის სრულყოფილად მიაწოდა ინფორმაცია, ინსტიტუციური რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებზე, უფრო კონკრეტულად პარლამენტის ახალ რეგლამენტსა და საქართველოს კონსტიტუციაზე, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა ძალაში.


გეგმა, გამომდინარე იქიდან, რომ წინა მოწვევის პარლამენტის დროს შემუშავდა, საჭიროებს განახლებას, რომლის ფარგლებში აუცილებელია საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობა და მათგან რეკომენდაციების მიღება.


ბატონი მერფი გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი საპარლამენტო განვითარების დარგში, რომელსაც უმუშავია სხვადასხვა პარლამენტთან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.


ბეჭდვა