მარიამ ჯაში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
მარიამ ჯაში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
18:27 18.12.2018
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს, როგორც 2017-18 წლებში ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყნის მიერ გაწეული საქმიანობა მიმოიხილეს. მარიამ ჯაშმა იაპონელს დიპლომატს რამდენიმე დღის წინ, თბილისში გამართული საერთაშორისო ფორუმისრეკომენდაციები და ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს სამომავლო ღონისძიებებზე ინფორმაცია გააცნო.

„საქართველოს სოლიდარობის ფონდის გამოცდილებიდან გამომდინარე საქართველო 2017 წელს, გაეროს 2030 მდგრადი განვითარების მიზნებისთვის ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს პრეზიდენტ ქვეყანად აირჩიეს. ამ დროის განმავლობაში, საქართველოს საფრანგეთთან ერთად, უნიკალური შესაძლებლობა მიეცა, გლობალური დიალოგის პროცესში ერთ-ერთი წამყვანი როლი შეესრულებინა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლისთვის იაპონიის მთავრობამ სამდივნოს პრეზიდენტობის გადაბარების მზაობა გამოთქვა, რაც საქართველოსთვის უაღრესად დიდი პატივია. იაპონიის პრეზიდენტობა შესაძლებლობას იძლევა მისი ფინანსური რესურსის და 2019 წელს „დიდი ოცეულის“ პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსით, სათავეში ჩაუდგეს სამდივნოს ხელმძღვანელობას და განავითაროს მისი მიმართულებები“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მარიამ ჯაშის და ტადაჰარუ უეჰარას შორის გამართულ სეხვედრას საელჩოს მრჩეველი, მასატაკა ობატა დაესწრო.


ბეჭდვა