გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
11:50 29.02.2012
ვიცე პრემიერი, გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით დღეს ბრიუსელში გაემგზავრა.  ინფორმაცია "ნიუსპრესს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციიის საკითებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა აცნობა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძე საქართველოს მთავრობის სახელით ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოსთვის 18 მილიონი ევროს დახმარების საფინანსო შეთანხმებას მოაწერს ხელს.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძე გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარ შტეფან ფულეს, ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს - კირიაკოს მავრონიკოლას და ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის თავმჯდომარეს - მარტინ კალანანს შეხვდება.
ასევე დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან არაოფიციალური შეხვედრებიც.




ბეჭდვა