ირაკლი კობახიძემ ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ მისცა
ირაკლი კობახიძემ ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ მისცა
15:26 18.12.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ მისცა.

საუბრის მთავარი თემა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და მასში ასახული ძირითადი ცვლილებები იყო. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის უმთავრესი კანონის ახალ რედაქციაში არის ბევრი ნორმა, რომელიც საქართველოში დემოკრატიის კიდევ უფრო გამყარებას შეუწყობს ხელს.



ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ასევე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობით და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებით დაინტერესდა.


ბეჭდვა