გია ვოლსკიმ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
გია ვოლსკიმ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
18:27 17.12.2018
საქართველო-გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შეხვედრისას. გერმანელმა დიპლომატმა საქართველოს საგარეო უწყებასთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან და პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ საქართველო-გერმანიას შორის ურთიერთობები, რომლებიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ვითარდება, მომავალშიც დინამიურად წარიმართება, რაც ორივე ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს.



გიორგი ვოლსკიმ ჰუბერ ქნირშის საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობის წარმართვის საქმეში, წარმატებები უსურვა.
ბეჭდვა