პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი ბელარუს კოლეგას, ბელარუსის
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, მარიანა სჩიოტკინას შეხვდა.
მარიანა სჩიოტკინაგუშინ, თელავში გამართულ ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრო. მან ბელორუსი ხალხის და ხელისუფლების სახელით კიდევ ერთხელ გადმოსცა მილოცვა გიორგი ვოლსკის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბელარუსკოლეგას მადლობა გადაუხადა. გიორგი ვოლსკიმმადლიერება გამოხატა ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მყარი მხარდაჭერისთვის, მისი კოლეგის და ბელარუსის ხელისუფლების პირველი პირების მიმართ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანაშ შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის საპარლამენტო და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, რასაც ორივე მხარე მიესალმა და აღნიშნულ თანამშრომლობას პოზიტიური შეფასება მიეცა.
