“საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია. დღეს აზერბაიჯანი
საქართველოსთან ერთად ზეიმობს. გილოცავთ ახალი პრეზიდენტის არჩევას და ქართველ ხალხს ბედნიერებასა და სიკეთეს ვუსურვებ.”- განაცხადა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) სპიკერმა ოგტაი ასადოვმა, რომელიც საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უნაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.
ოგტაი ასადოვი საქართველოს დღეს ეწვია და მონაწილეობა მიიღო საქართველოს მე-5 პრეზიდენტის უნაუგურაციის ცერემონიის ფარგელბში თელავში ჩატარებულ ღონისძიებეში.
აღსანიშნავია, რომ ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ.
