„TISIFF 2018“-ის ფარგლებში გამართული მეოთხე პარალელური სესია საერთაშორისო განვითარების პარტნიორების ხედვას დაეთმო
„TISIFF 2018“-ის ფარგლებში გამართული მეოთხე პარალელური სესია საერთაშორისო განვითარების პარტნიორების ხედვას დაეთმო
21:25 15.12.2018
თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018)-ის ფარგლებში გამართული მეოთხე პარალელური სესია საერთაშორისო განვითარების პარტნიორების ხედვას დაეთმო.



სესიას მოდერაციას უწევდა ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტის (UNESCO) დირექტორი ტაო ჟანი; სტრატეგიული პარტნიორობის (UNOPS ECR) მრჩეველი აჯაი მადილივალე და GIZ-ის წარმომადგენელი ფილიპ მილდე.



სესიის მონაწილეებმა იმსჯელეს თუ როგორ შეუძლია საერთაშორისო საზოგადოებას ხელი შეუწყოს ინოვაციური დაფინანსების გაძლიერებას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში; ასევე, როგორ შეუძლია საერთაშორისო საზოგადოებას კოორდინირება გაუწიოს ინოვაციური დაფინანსების დღის წესრიგსა და სამოქმედო გეგმას გლობალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე. სესიის მონაწილეებლა ასევე, იმსჯელეს ინოვაციური დაფინანსების ტრადიციულ საჯარო და კერძო დაფინანსების შედარებაზე; TISIFF 2018-ის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებზე და დამატებით შემოთავაზებებზე.



ორდღიან კონფერენციას, საქართველო, ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყნის რანგში, საფრანგეთთან და გაეროსთან თანამშრომლობით მასპინძლობს.
ბეჭდვა