„TISIFF 2018“-ის ფარგლებში, მესამე პარალელური სესია თემაზე: სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივები გაიმართა
„TISIFF 2018“-ის ფარგლებში, მესამე პარალელური სესია თემაზე: სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივები გაიმართა
21:20 15.12.2018
თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018)-ის ფარგლებში გამართულ მესამე პარალელურ სესიაზე სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივები მიმოიხილეს.



სესიას მოდერაციას უწევდა გამოყენებითი ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენელი ჯუდი კურიანსკი; „FERDI“-ის პროგრამების მენეჯერი მათიუ ბუსიშა და არველაძეების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, რეზი არველაძე.



სესიის მონაწილეებმა ინოვაციური დაფინანსების ტრადიციულ საჯარო და კერძო დაფინანსების შედარებაზე; TISIFF 2018-ის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებზე და დამატებით შემოთავაზებებზე იმსჯელეს.



განიხილეს თუ როგორ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოებამ, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ხელი შეუწყოს ინოვაციური დაფინანსების გაძლიერებას; ასევე, იმსჯელეს თუ რა სახის ხელშეწყობა სჭირდება სამოქალაქო საზოგადოებას მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, იმისათვის რომ ინოვაციური დაფინანსების დღის წესრიგში იყვნენ ჩართულები.



თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018)-ის ფარგლებში ოთხი პარალელური სესია გაიმართა, რომლის მუშაობაში ჩართულები არიან სამთავრობო, ბიზნეს სექტორის, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თითოეული სესიის მიზანია, წვლილი შეიტანოს ფორუმის შემაჯამებელი დოკუმენტის შემუშავებაში.


ბეჭდვა