საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ხატიძე, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ
საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა რიგით მეხუთე გლობალურ ფორუმში მონაწილეობს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მომავალი თაობების ინტერესების დაცვა არის თემა, რომელსაც 70-მდე ქვეყნიდან შეკრებილი პარლამენტის წევრები განიხილავენ.
ფორუმის ბოლოს შემაჯამებელ დოკუმენტს მიიღებენ, სადაც მომავალში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობებში ახალგაზრდა თაობის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფისთვის კონკრეტული ნაბიჯები იქნება გაწერილი.
