თამარ ხულორდავამ ევროპარლამენტში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მონაწილეობა მიიღო
თამარ ხულორდავამ ევროპარლამენტში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მონაწილეობა მიიღო
09:41 14.12.2018
ევროპარლამენტში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში, თამარ ხულორდავა მონაწილეობდა.

აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების წარმომადგენელებმა ევროპარლამენტის წევრებთან ერთად, ევრონესტის საპარლამენტოასამბლეის მომავალი წლის გეგმებზე იმსჯელეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ბიუროს სხდომაზე როტაციის პრინციპის თანახმად, ასამბლეის თანათავმჯდომარედ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, ბორის ტარასიუკი აირჩიეს.

სხდომაზე დებატები აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში ჩატარებულ და დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით გაიმართა.

„საქართველოში არჩევნები კარგად ორგანიზებული და კონკურენტული იყო, თუმცა ფინანსური დაადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ძალადობის ცალკეული შემთხვევების გათვალისწინებით კრიტიკაც არსებობს“, - განაცხადა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა, რებეკა ჰარმსმა საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

როგორც თამარ ხულორდავამ აღნიშნა, რეგიონში პირველად, საქართველოს მოქალაქეებმა, პირდაპირი წესით ქალი პრეზიდენტიაირჩიეს. მან ისაუბრა საზოგადოების პოლარიზებაზე, რაც მისი თქმით, მედიასივრცეშიც აისახა. მისივე თქმით, ნეგატიურმაკამპანიამ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის აბსურდულობა დაადასტურა.

„საარჩევნო კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა დაუმსახურებელ ბრალდებებს, რაც საპასუხო რეჟიმში გაბათილების მიუხედავად,ვერ აქარწყლებდა კანდიდატისთვის უკვე მიყენებულ ზიანს. საქართველო ამაყობს იმით, რომ ქვეყანაში არის მრავალფეროვანიმედია გარემო და მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც უსწრებს წინ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მან ბიუროს წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო პროცესში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, სახელმწიფოსრეაგირების თაობაზე, რაც მისი თქმით, თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა. სამომავლო გეგმებზე საუბრისას თამარ ხულორდავამაღნიშნა, რომ ეუთოს რეკომენდაციების გაზიარების მიზნით, დაიწყება მუშაობა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შემუშავებაზე.

რებეკა ჰარმსი მიესალმა საქართველოს სურვილს, კიდევ უფრო დახვეწოს საარჩევნო პროცესი. „მიუხედავად მკაცრიმითითებებისა, ზოგჯერ ევროპარლამენტის წევრები გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებენ განცხადებებს, რაცხელს უშლის არჩევნების სამართლიან შეფასებას“, - განაცხადა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ.

ბიუროს გადაწყვეტილებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომები 2019 წლის იანვარში ბრიუსელში გაიმართება, ხოლო საპარლამენტო ასამბლეის მერვე პლენარული სხდომა კი, 2019 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდება.
ბეჭდვა