დავით ბაქრაძე პარლამენტში 20 "ფეისბუქელ" მეგობარს უმასპინძლებს
დავით ბაქრაძე პარლამენტში 20 "ფეისბუქელ" მეგობარს უმასპინძლებს
11:32 29.02.2012
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს თავის 20 "ფეისბუქელ" მეგობარს შეხვდება.  ეს "ფეისბუქელ" მეგობრებთან პარლამენტის თავჯდომერის მეხუთე შეხვედრაა.
შეხვედრა ჟურალისტების გარეშე შედგება სადაც, პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ძირითადად საუბარი პოლიტიკურ პროცესებზე და იმ პრობლემებზე იქნება, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.
ამჯამად, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პარლამენტის თავმჯდომარის ვირტუალური არჩევნები მიმდინარეობს. ვირტუალური სპიკერის არჩევის პროცესი 1 თებერვალს დაიწყო და 45 დღის განმავლობაში გაგრძელდება. არჩევნებში გამარჯვებული სპიკერი პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარესთან ერთ სამუშაო დღეს გაატარებს და ბაქრაძის ყველა ძირითად შეხვედრას დაესწრება.

ბეჭდვა