ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება
ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება
14:26 12.12.2018
ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით ქალაქ დუბაის ეწვია.

საგარეო პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში არჩილ ძულიაშვილმა და აუთსორსინგული კომპანია VFS Global-ის სამხრეთ აზიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ალოკ სინგჰალმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი - „Agreement Between the Ministry of Foreign Affairs of Georgia and the VFS Global Services Private Limited on Serving of Georgian Visa Application Process“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საელჩოსათვის VFS Global-ის მიერ სავიზო-სააპლიკაციო მომსახურების არეალის გაფართოვებას, ინდოეთის დამატებით 10 ქალაქში (ჩანდიგარი, ჯალანდჰარი, ჯაიპური, აჰმედაბადი, გოა, კოჩი, ტრივანდრუმი, პუდუჩერი და ჰაიდარაბადი).

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო აუთსორსინგული კომპანია VFS Global-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სემინარში - “5th Edition of VFS Global’s iConnect Innovation Workshop for Government”.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთის სხვადასხვა ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრების (VFS Global Georgia Visa Application Centre) ამოქმედება ინდოეთის მოქალაქეებს საქართველოს ვიზის აღების პროცესში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ბეჭდვა