ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „შშმ პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხზე შეხვედრა გაიმართა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „შშმ პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხზე შეხვედრა გაიმართა
21:33 11.12.2018
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხზე სამუშაო შეხვედრაგაიმართა.



საქართველომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის რატიფიცირება 2013 წელსმოახდინა, რითაც სახელმწიფომ ვალდებულება აიღო გაატაროს საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სხვა სახის ზომები,რომლებიც კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვისკენ იქნება მიმართული. ამჟამად შშმ პირთა კონვენციისფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხი დგას დღის წესრიგში, რომლის თაობაზეც იმსჯელეს დღეს გამართულ სამუშაოშეხვედრაზე.



ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილისთქმით, „ფაკულტატური ოქმის სავალდებულოდ აღიარება და მისი ამოქმედება უკეთ უზრუნველყოფს როგორც კონვენციითგათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას, ასევე აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციას. ეს იქნება შეზღუდულიშესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის თვისობრივად ახალი, უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრება. ამიტომ, ჩვენვცდილობთ მთავრობასთან ერთად სამუშაო პროცესში განვიხილოთ წარმოდგენილი ოქმი, რათა საგაზაფხულო სესიისთვისპარლამენტში რატიფიცირებისათვის დახვეწილი დოკუმენტი შემოვიდეს“.



შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ბეჭდვა