პარლამენტში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
პარლამენტში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
21:19 11.12.2018
ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ რიგით მეათე სხდომა გამართა. სხდომისგანსახილველ საკითხს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მიმდინარეობის გაცნობა წარმოადგენდა.



ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ჩატარებულიკვლევების თანახმად, თამბაქოს კონტროლის მექანიზმები მოსახლეობის 95% მხარდაჭერით სარგებლობს და მონიტორინგისშედეგებმაც ცხადყო, რომ კანონის აღსრულება 96% სრულდება. მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების კუთხითმაღალი შედეგებია, მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად გაგრძელდეს მონიტორინგის პროცესი, რადგან ზამთრის დადგომასთანერთად, იზრდება იმის შესაძლებლობები, რომ თამბაქოს მომხმარებლებმა კანონის ნორმები დაარღვიონ და ცივი კლიმატის გამოთამბაქო დახურულ სივრცეებში და აკრძალულ ადგილებში მოიხმარონ. „აუცილებელია, რომ კანონის აღსრულების პროცესშიგაგრძელდეს ძალისხმევა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონიტორინგი. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თამბაქოსმოხმარების შესახებ კონტროლი არ სუსტდება და მისი მონიტორინგი მუდმივად გაგრძელდება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.კომიტეტის თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს კომიტეტში ინიცირებული ცვლილებების პროექტიც გააცნო, რომლის მიხედვითაცუფილტრო და ფილტრიან სიგარეტის აქციზის გადასახადი გათანაბრდება.



სხდომაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის უფროსმა,ლელა სტურუამ ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, თამბაქოს კონტროლისკანონმდებლობით დაწესებულ შეზღუდვებზე გარკვეული დარღვევები ფიქსირდება, რაზეც შესაბამისი სანქციები გაიცა. მისივეგანცხადებით, დარღვევების ნაწილი თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნების არ არსებობას, სატრანსპორტო საშუალებებში დასაქალაქთაშორისო მიკრო ავტობუსებში თამბაქოს მოხმარების ფაქტებს შეეხება.



კანონის აღსრულების პროცესში არსებულ მიღწევებზე და ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მოსალოდნელ გამოწვევებზეისაუბრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ. მისი განცხადებით, საპატრულო პოლიციისეკიპაჟები პერიოდულ მონიტორინგს უწევენ რესტორნებში თამბაქოს მოხმარების შესაძლო ფაქტებს, თუმცა გართულებულია ე.წ.კუპეების შემოწმება. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნულ ადგილებში თამბაქოს მოხმარების ფაქტებისგამოსარიცხად რესტორნების ადმინისტრაციას და მოქალაქეებს საპატრულო პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.



საკონსულტაციო საბჭოს დასასრულს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თამბაქოსკონტროლის კანონმდებლობის აღსრულების პროცესში გაწეული საქმიანობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულოპოლიციის დეპარტამენტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციასმადლობის სიგელები გადასცა.
ბეჭდვა