პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლა
პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლა
10:08 11.12.2018
„ჩვენი საერთო ამოცანაა, საქართველოში ადამიანის უფლებების უკეთესი დაცვის უზრუნველყოფა და ამის მიზნის გარშემო ყველა უნდა ვიყოთ გაერთიანებული”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, 70 წლის წინ მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მნიშვნელობის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ დოკუმენტის მიღებამ ცივილიზებული სამყაროსგანვითარება შეცვალა.

“ამ დღემ შეცვალა სახელმწიფოების ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება თანამედროვე კონსტიტუციონალიზმი. ამ დღემ შეცვალა ადამიანების და საზოგადოების ღირებულებები და ცნობიერება და ის, რომ დღეს საყოველთაოდ არის ცივილიზებულსამყაროში განმტკიცებული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, ადამიანის უფლებები, ეს არის დიდწილად სწორედ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დამსახურება”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ეს ღირებულებები უმაღლეს, მათ შორის, კონსტიტუციის დონეზეა განმტკიცებული საქართველოშიც, თუმცა, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ყოველთვის საჭიროა მეტის გაკეთება.

“ჩვენ ვამაყობთ და თავს ვიწონებთ იმით, რომ ჩვენს სახელმწიფოშიც ეს ღირებულებები არის განმტკიცებული უმაღლეს დონეზე, მათ შორის კონსტიტუციის დონეზე. თუმცა, ადამიანის უფლებების დაცვა არასდროს არ არის საკმარისი, ყოველთვის არისსაჭირო მეტის გაკეთება და ამის საჭიროება არის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც.

საჭიროა ბევრი რამის გაკეთება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი საქართველოში. განსაკუთრებული სირთულეები გვაქვს, რა თქმა უნდა, სოციალური უფლებების დაცვისა და განმტკიცებისმიმართულებით, გამომდინარე ეკონომიკური სირთულეებიდან”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებისთვის. მისივე შეფასებით, დიდი მიღწევაა, რომ წელს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სახალხო დამცველისრეკომენდაციების გაზიარების ყველაზე დიდი მაჩვენებელი იყო.

„შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავდოთ პირობა, რომ პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებისთვის. იმისათვის, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენგვქონდა წელს სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს პარლამენტში. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და დარწმუნებულები ვართ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო გახდება თანამშრომლობაპარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის. ჩვენი საერთო ამოცანაა, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების უკეთესი დაცვის უზრუნველყოფა და ამის მიზნის გარშემო ყველა უნდა ვიყოთ გაერთიანებული.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და კიდევ ერთხელ ვდებთ პირობას, რომ პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს ადამიანის უფლებების უკეთესი დაცვისთვის საქართველოში”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.

დამსწრეებს მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ. სოფო კილაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციისპათოსს აბსოლუტურად იზიარებს.

„ჩვენი ყველა რეფორმა არის სწორედ ამ დეკლარაციის სულისკვეთებით გაჟღენთილი და ყველა რეფორმის უკან დგას მოსაზრება პრინციპი - რომ ადამიანის ღირსება, ადამიანი არის ჩვენი პოლიტიკის მთავარი საზრუნავი. არასათანადო მოპყრობისა დაწამების აღმოფხვრა, პენიტენციური სისტემის რეფორმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ასევე, სიტყვისა და აზრის თავისუფლების გარანტიები, საკუთრების უფლების გარანტიები და ბიზნესზე წნეხის მოხსნა - ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმძალიან ბევრი რეფორმისა, რომელიც სწორედ ჩვენ ხელისუფლებას და იმ გარდამტეხ პერიოდს უკავშირდება, რომელიც მოიტანა 2012 წლის არჩევნებმა“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ მიუხედავად ადამიანის უფლებებისმიმართულებით მრავალი მიღწევისა, რჩება ბევრი გამოწვევაც.

„ამ ბევრი გამოწვევის კვალდაკვალ საქართველო მაინც რჩება ლიდერი ადამიანის უფლებების კუთხით რეგიონში”,- განაცხადა სოფო კილაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

„საკონსტიტუციო რეფორმა და რეგლამენტის ახალი პროექტი მნიშვნელოვნად აძლიერებს საპარლამენტო ზედამხედველობას საქართველოში. ეს იქნება მყარი გარანტია საქართველოს პარლამენტის ხელში, რომ უფრო უკეთ და ეფექტურად დაიცვასადამიანის უფლებები საქართველოში. მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც წელს განვახორციელეთ და რომელიც ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით, თანასწორობის უფლების დაცვას ეხება, არის სოციალური მუშაკის რეფორმა. ძალიანმნიშვნელოვანი საკითხია ბავშვთა უფლებების დაცვა, რაც ჩვენი პრიორიტეტია, არის დღის წესრიგში და UNICEF - თან ერთად ვართ დასკვნით ფაზაში, ბავშვთა კოდექსის მიმართულებით. დიდი ალბათობით, უკვე მომდევნო სესიისთვის უკვე ინიცირებული გვექნება. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ჩაეყარა საფუძველი და იმედი მაქვს, რომ ეს მნიშვნელოვან ტრადიციად ჩამოყალიბდება არის ის, რომ წელს, პირველად, საკომიტეტომოსმენის ფარგლებში, მოვისმინეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩრდილოვანი ანგარიშები. ჩვენ ამ ანგარიშებს დავხვეწავთ მომავალი წლების განმავლობაში“,- განაცხადა სოფო კილაძემ და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობაგადაუხადა.

მოწვეულმა სტუმრებმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, მიშელ ბაშელეს ვიდეო მიმართვა მოისმინეს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის მიღების 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიური კონფესიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბეჭდვა